“ისეთი შტერი იყო ყოველთვის..” – ნახეთ ეკა კვესიტაძემ მაკა ცინცაძეს შეურაცხყოფა მიაყენა, რა უპასუხა “პირველი არხის” წამყვანმა?

5 days ago 9

ტელეჟურნალისტებს შორის დაპირისპირება სერიოზულ სახეს იღებს. “მთავარი არხის” ეკა კვესიტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვან მაკა ცინცაძეზე სოციალურ ქსელში დაწერა:
,,ამ ქალს იმ დროიდან ვიცნობ, როცა ჩემი ხმის რეჟისორი იყო რადიოში, ყოველთვის ისეთი შტერი იყო, არასოდეს სერიოზულად არ მიმიღია. მერე თმები რომ გადაუჭიმეს და თოჯინად დასვეს პირველ

არხზე, სასაცილოდ არ მეყო. მერე ცოტა მეცოდებოდა, ამასობაში უკიდურეს კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბებულა ლეოპარდის სამოსელში”.

კვესიტაძეს სოციალურ ქსელში მაკა ცინცაძე უპასუხა:

,,კვესიტაძევ და ამ სტანდარტით მომუშავე კრებსითო კვესიტაძეებო, ვერ მოახერხებთ, რომ თქვენთან ფსკერზე დავეშვა და თქვენს ენაზე ვილაპარაკო. არ გვავიწყდება, რომ ეს ოჯახი იმ დაჯგუფების წევრია, რომელიც ცოლ-ქმარს საძინებელში კამერებს უმონტაჟებდა და რა გასაკვირია, რომ სიბინძურის და ცილისწამების ტირაჟირების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, ასე გააგრძელეთ.“
წყარო:savednews.cc

სრულად წაკითხვა