ისე გადაფსიხდა ე.წ ხელისუფლება სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, რომ ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან – კეზერაშვილი

2 weeks ago 6

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიცია მის სახლში ჩხრეკაზე შევიდა. კეზერაშვილი ამას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირებს, რომლის მიხედვითაც მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლი – სამართლიანი სასამართლოს უფლება.

“ისე გადაფსიხდა ე.წ ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ამ წუთებში ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან. მიდით ბიჭებო მიაწექით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!!!”, – წერს კეზერაშვილი სოციალურ ქსელში.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.

კეზერაშვილის საქმისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგ ბმულზე:

სრულად წაკითხვა