ისე გადაფსიხდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, ჩემს სახლში შედიან – კეზერაშვილი

2 weeks ago 6

დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის კუთვნილ სახლში, თბილისში ჩხრეკაზე შედიან.

“ისე გადაფსიხდა ე.წ ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ამწუთებში ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან.

მიდით ბიჭებო მიაწექით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!” – წერს კეზერაშვილი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დავით კეზერაშვილის საქმეზე დაადგინა, რომ სასამართლო მიკერძოებული იყო, თუმცა დანარჩენი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ფორმულა: სტრასბურგმა “წვრთნების საქმეზე” დავით კეზერაშვილისთვის უფლების დარღვევა დაადგინა

სრულად წაკითხვა