ისვრიან, თუ არა, პარლამენტიდან ხალხისკენ ქვებს და რატომ ჩააბნელეს შენობა?

2 weeks ago 12

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან, წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს – ადგილზე ვითარება დაძაბულია, თუმაც, დემონსტრანტები დაშლას არ აპირებენ.

სპეცრაზმია მობილიზებული პარლამენტის გვერდითა და ზედა ქუჩებზე, თუმცა ჯერ მათ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ჯერ არ დაუწყიათ. ადგილზე აღარ ჩანან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

ადგილზე მყოფი ადამიანები უკვე მეორე დღეა საუბრობენ იმაზე, რომ პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან ესვრიან ქვებს, ასხამენ წყალს, გაზსს, სპრეის.

ახალგაზრდები ცდილობენ მწკრივში ჩადგნენ და პარლამენტის შიგნიდან გამოსროლილ წყლის ჭავლს გადაეფარონ.

შეგახსენებთ, სწორედ ამ პერიოდში, ბოლო ორი დღეა პარლამენტი ჩაბნელებულია. 
სრულად წაკითხვა