WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

31 ოქტომბერს, გვიან საღამოს, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ მომხდარ ჩხუბზე, რომელშიც, გავრცელებული ცნობებით, დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს უწყებაში, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

ტვ პირველმა გაავრცელა ჩხუბის თვითმხილველის მონათხრობი და ვიდეო კადრები, რომლის თანახმად, ის სავაჭრო ცენტრ „ისტ პოინტში“ შეესწრო ახალგაზრდების ჩხუბს, რომელშიც, მისი ვარაუდით, არასრულწლოვნებიც მონაწილეობდნენ:

„დაიწყეს გამეტებით ერთმანეთის ცემა, გინება, დევნა... დავინახე, რომ გაშველების დროს დანაც ჰქონდათ“, - აცხადებს ტვ პირველთან საუბარში ანი გაჩეჩილაძე.

მისი თქმით, გვიან ღამით, ის და მისი მეუღლე, როგორც მოწმეები, პოლიციაში გამოკითხვაზეც გადაიყვანეს.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, დაკავებულია თუ არა ვინმე მომხდარის გამო, შსს-ში გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.