ისრაელის არმია იემენსა და დედაქალაქ სანაზე თავდასხმის შესახებ იტყობინება

1 day ago 3

ისრაელის არმიამ გამოაცხადა საჰაერო თავდასხმების შესახებ სხვადასხვა ობიექტებზე , მათ შორის, საერთაშორისო აეროპორტზე იემენში და ქვეყნის დედაქალაქ ქალაქ სანაში.

ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმები მიმართულია "ჰუთიტების ტერორისტული რეჟიმის" ობიექტებზე, როგორც იემენის დასავლეთ სანაპიროზე, ისე ქვეყნის შიგნით.

ამ ცნობის თანახმად, ისრაელის ავიაციამ დაარტყა სანას აეროპორტის ინფრასტრუქტურას, რომელსაც, სავარაუდოდ ჰუთიტები სამხედრო მიზნებისთვის იყენებენ. ამას გარდა, თავს დაეხნენ ორ ელექტროსადგურს და საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს დასავლეთ სანაპიროს ქალაქებში - ჰოდეიდაში, ალ-სალიფსა და რას-კანტიბში.

საუდის სატელევიზიო არხი "ალ-ჰადათი" თავის წყაროებზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ საჰაერო დარტყმების კიდევ ერთი სამიზნე იყო ჰუთიტების შტაბ-ბინა სანაში.

სრულად წაკითხვა