“ისრაელმა დუბლინში თავისი საელჩო დახურა “ანტისემიტური მოქმედების” გამო

6 days ago 8

ისრაელმა ირლანდიის დედაქალაქში, დუბლინში თავისი საელჩო დახურა.

ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობა გავრცელა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა. მისი თქმით, “ირლანდიის ანტისემიტური მოქმედებები და რიტორიკა ეფუძნება ებრაული სახელმწიფოს დელეგიტიმაციას და დემონიზებას, ასევე ორმაგ სტანდარტებს”. საარმა დასძინა, რომ ზარანდიამ ისრაელმა ურთიერთობაში გადალახა ყველა წითელი ზოლი”.

წელს მაისში, ირლანდიამ ესპანეთთან და ნორვეგიასთან ერთად ოფიციალურად აღიარა პალესტინელთა სახელმწიფო, რითაც მძაფრი რეაქცია გამოიწვია ისრაელის ხელისუფალთა მხრიდან.

გასულ კვირაში ირლანდია შეუერთდა გაეროს სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ შეტანილ სარჩელს ისრაელის წინააღმდეგ, რომელსაც ღაზის სექტორში პალესტინელთა გენოციდში ადანაშაულებენ.

სარჩელში წამოყენებულია წინადადება, რომ გაფართოვდეს სახელმწიფოს მიერ ჩადენილი გენოციდის გაგება.

ისრაელი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას. საერთაშორისო სასამართლომ მიიღო სარჩელი განსახილველად, რასაც სულ მცირე რამდენიმე წელი დასჭირდება.

ისრაელზე შარშან ოქტომბერში ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) თავდასხმას 1200 ისრაელელი და უცხოელი ემსხვერპლა. გაიტაცეს 250-მდე პირი.
მას მერე, პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო და სახმელეთო საომარ მოქმედებებს თითქმის 45 ათასი ადამიანი შეეწირა,

სრულად წაკითხვა