ისრაელმა სიროიაში - ტარტუსსა და ლატაკიაში სამხედრო ობიექტებს დაარტყა

6 days ago 7

ისრაელმა იერიში მიიტანა და დაბომბა სირიის არმიის სამხედრო ობიექტები ქალაქებში ტარტუსსა და ლატაკიაში.

მიწისძვრის მონიტორინგის რესურსებმა საჰაერო დარტყმებისა და საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად ტარტუსში 3 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა, იტყობინება ლიბანის ტელეარხი Al Mayadeen-ი.

ქალაქ ჯებლაში განსაკუთრებით ბევრი აფეთქება მოხდა. დიდი ალბათობით, აფეთქდა ირანული რაკეტები, რომლებიც განკუთვნილი იყო ჰეზბოლასთვის, რომელიც აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული და რომლის სამხედრო ფრთას ევროპაშიც ტერორისტულად თვლიან. ლატაკიაში, ხმეიმიმის საავიაციო ბაზაზე, ასევე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ნავსადგურ ტარტუსში მდებარე ბაზაზე რუსი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებიან.

2017 წელს მოსკოვი შეთანხმდა პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობას, ამ ორ ობიექტზე რუსეთის ჯარის განთავსებაზე 49 წლის განმავლობაში - უსასყიდლოდ.

ანალიტიკოსებმა სატელიტური სურათების საფუძველზე დაადგინეს აფეთქების ადგილი ტარტუსის რაიონში და დაასკვნიან, რომ დიდი ალბათობით, ეს იყო საბრძოლო მასალის საწყობი სოფელ ბმალკას მახლობლად, სანაპიროდან დაახლოებით 10 კილომეტრში.

სირიაში ხელისუფლებაში მოსული ჰაიათ - თაჰრირ-ალ-შამის (აშშ-ში და სხვა ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი) ჯგუფის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში რუსეთმა ახალ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, დამასკიდან სულ მცირე 400 რუსი სამხედრო გაამგზავნა ხმეიმიმის ავიაბაზისკენ, საიდანაც ისინი, შემდგომ ქვეყნიდან თვითმფრინავებით გაიყვანეს.

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ ისრაელის არმია 1970-იანი წლების დასაწყისიდან პირველად გადავიდა გოლანის სიმაღლეებზე ბუფერული ზონის მიღმა.

ისრაელი ამტკიცებს, რომ ამ გზით ის უზრუნველყოფს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას სირიაში ხელისუფლებაში ახალი ძალების, მათ შორის ისლამისტური ჯგუფების მოსვლის ფონზე.

გაეროში სირიის მუდმივმა წარმომადგენელმა კუსეი ალ-დაჰაკმა ადრე განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროებმა სირიის ტერიტორია უნდა დატოვონ.

სრულად წაკითხვა