„იშვიათი გამონაკლისების გარდა, რაც უფრო სადისტი და სიძულვილით სავსეა ადამიანი, მით უფრო ეკლესიურად მოაქვს თავი“ – არჩილ გამზარდია

2 weeks ago 4

3

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:

„რასაც ვაკვირდები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, რაც უფრო სადისტი და სიძულვილით სავსეა ადამიანი, მით უფრო ეკლესიურად მოაქვს თავი.

ამ პოზიციონირების კონცეფცია ორ კომპონენტს შეიცავს:

1. ეკლესიურობა ზოგისათვის ერთგვარი შირმაა, რომლის ქვეშაც თავის ანტიადამიანურობის დაფარვას ცდილობს. ასეთი ადამიანები ეკლესიურობას გარეგანი იმიჯისთვის იყენებენ, რიტუალურად მიჰყვებიან “ეკლესიურ” ცხოვრებას, თუმცა შინაარსით და არსით სრული ანტიპოდებია. გაბოროტებულები არიან ოჯახის წევრების, გარშემომყოფების, საზოგადოების და ა.შ. მიმართ. ჩაკეტილი აზროვნების ფარგლებში ცდილობენ ეკლესიურობა გარემოში როგორც თვითწარდგენა გაყიდონ და ამ პროცესის ბენეფიტებით ისარგებლონ.

2. მეორე ნაწილი საეკლესიო პირებთან, იერარქებთან უნისონში მოქმედებენ. რაც უფრო მავნე ცხოვრებას აწვებიან, მით უფრო ახლობლობენ სასულიერო პირებთან, აფინანსებენ მათ და ა.შ. სასულიერო პირებისათვის ადამიანთა ეს კატეგორია მომგებიანია ბიზნესის კუთხითაც და ძალაუფლების გავრცელების კუთხითაც. ასეთ დროს, სასულიერო პირები ამ კატეგორიის ადამიანებზე ყიდიან მიტევებას, როგორც პროდუქტს, თანხმობას და აყოლას მათივე საქმეებში. მეტიც, ისინი გავლენისა და ფინანსების ინტერესებით ერთობლივად მოქმედებენ, სასულიერო პირები უსახავენ ფსევდოსაკრალურ მიზნებს, რომელიც ზოგჯერ ლამის “წმინდა ბრძოლის” იერს იღებს და ასეთ დროს, სასულიერო პირები საკუთარ ბნელ ინტერესებს ამ ადამიანების სურვილებსა და მიდრეკილებებზე აწყობენ, შემდეგ კი ერთობლივ კმაყოფილებას იღებენ.

ამ მიზნებით ვხვდებით “ეკლესიურობას”, როგორც პოზიციონირების ხერხს, ამიტომაც ხედავთ ხშირად, რომ რაც უფრო ადამიანთმოძულედ მიგაჩნიათ ადამიანი, მით უფრო ეკლესიურად აღმოაჩინოთ. ასე ვხვდებით “ეკლესიურ” მოძალადეებს სტრუქტურებში, გარშემო, ზოგჯერ ოჯახებში და ზოგადად გარშემომყოფებში.

ცხადია, არსებობს გამონაკლისები, როგორც ეკლესიურ ადამიანებში, ასევე სასულიერო პირებში, რომლებსაც სწორედაც მორწმუნე ადამიანები ჰქვიათ და ტერმინი “მორწმუნე” ამიტომ არ მიხსენებია ტექსტის ფინალამდე, რადგანაც მორწმუნე მხოლოდ ამ აბზაცში დასახელებულ პირებს ჰქვიათ და არა ზემოთ წარმოდგენილ რიტუალურად ეკლესიურ სუბიექტებს.“

სრულად წაკითხვა