“იცოდეთ, ამ დეფაქტო ხელისუფლებას მოუნდება ჯარის გამოყენებაც” – გახარია

1 week ago 11

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ტვ პირველთან ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მძევლად აიყვანა, დარჩა ერთი, პრეზიდენტის ინსტიტუტი და მისი მძევლად აყვანაც სურს.

გიორგი გახარია:

ჩვენი უბედურება დღეს რა არის, იცით? იცოდეთ, ამ დეფაქტო ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მოუნდება ჯარის გამოყენებაც. ეს რესურსი არ ეყოფათ… 13 დღეა… მე მომდის რაღაც ინფორმაციები, არ მინდა თქმა… უბრალოდ, მინდა ხაზგასმით ვთქვა, ეს მძევლად აყვანა, თუ ჯარზეც გადავიდა, თუ ეცადნენ რაღაც ფორმით, წვეთ-წვეთად… ჯარის ქვედანაყოფების გამოყენებაც თუ დაიწყეს ამ სამოქალაქო, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს საერთოდ კატასტროფა იქმება.

“დაზუსტებით ვიცი,  100-ზე მეტი პოლიციელის განცხადებაა დაწერილი წასვლაზე” – გახარია

სრულად წაკითხვა