კაია კალასი: დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება „სიმბოლური“ პირველი ნაბიჯია

5 days ago 3

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა 16 დეკემბერს დაადასტურა ევროკავშირის მინისტრების გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ. მან დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება „სიმბოლური“ პირველი ნაბიჯია.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, კაია კალასმა აღნიშნა, რომ სიტუაცია საქართველოში არ ვითარდება ქართველი ხალხისთვის „პოზიტიური მიმართულებით“ და დასძინა, რომ „დემოკრატიული ქვეყნები არ ახშობენ ოპოზიციურ ხმებს ან არ ზღუდავენ მედიის თავისუფლებას“. მისი თქმით, მმართველი პარტიის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირმა „შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები და შეწყვიტა საქართველოს მთავრობის დაფინანსება“.

„დღეს შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე და კომისია ამ წინადადებით უკვე წელს გამოვა.  ჩვენ ასევე განვიხილეთ იმ ქართველი ჩინოვნიკების დასანქცირების საკითხი,  რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის უკან დგანან. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან დგომას, მათ შორის ხელისუფლების ნაცვლად დაფინანსების სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველ ხალხისკენ, დამოუკიდებელი მედიისკენ გადამისამართებით, რადგან საქართველოს მომავალი, ისევე როგორც სირიაში სირიელებმა, საქართველოში მცხოვრებმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“, – ხაზგასმით აღნიშნა უმაღლესმა წარმომადგენელმა.

საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვა-პასუხის ნაწილის დროს, კალასმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს დებატები „ძალიან ინტენსიური” იყო და რომ ევროკავშირის ბევრ მინისტრს „მეტის გაკეთების სურვილი აქვს“, ხოლო სხვები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ თვალყური ადევნონ სიტუაციას და განიხილონ შემდგომი ნაბიჯები. თუმცა, მისი თქმით, სანქციების შესახებ მოლაპარაკებები „სამწუხაროდ“ ჩაიშალა, რადგან ამისთვის 27-ვე წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერაა საჭირო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა