კაია კალასი: ევროსაბჭო ქართველებს დიპლომატიური პასპორტებთ უვიზო მიმოსვლას უჩერებს

5 days ago 5

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ სხდომაზე კვალიფიციურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის პროცედურის წამოწყებას.

ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას დაავალა, ამ საკითხზე ფორმალური დოკუმენტი წარადგინოს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შეთანხმდა, იმ ქართველი პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, რომლებიც დიპლომატიურ პასპორტებს ფლობენ.

"საქართველოში სიტუაცია მოსახლეობისთვის პოზიტიური მიმართულებით ნამდვილად არ მიდის. დემოკრატიები არ ახშობენ ოპოზიციურ ხმებს ან არ ზღუდავენ მედიის თავისუფლებას. ამის საპასუხოდ, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტექსტი და შევწყვიტეთ დაფინანსება საქართველოს მთავრობისთვის.

დღეს ჩვენ შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე, კომისია წინადადებას ამ წელსვე წარადგენს. და ჩვენ ასევე განვიხილეთ ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგომას, გადავამისამართებთ დახმარებას, რომელსაც ვუწევდით ხელისუფლებას და გადავცემთ ამ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას. როგორც სირიაში, სირიელებმა უნდა გადაწყვიტონ, ისე საქართველოში - საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რა მომავალი ექნება მას", - თქვა მან.

ინფორმაცია ამის შესახებ, ოფიციალურად გამოცხადებამდე "რადიო თავისუფლებაც" გაავრცელა. ისვე ავრცელებს იმ ქართველების სიას, ვინც დიპლომატიურ პასპორტებს ფლობს. "რადიო თავისუფლება" ამ სიას საქართველოს მთავრობის 2015 წელს მიღებულ 176-ე დადგენილებაზე - "სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის" დაყრდნობით ავრცელებს.

სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი ორი ტიპისაა:

  1. დიპლომატიური პასპორტი
  2. სამსახურებრივი პასპორტი.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა კაია კალასმა განაცხადა, შეზღუდვა ორივე კატეგორიის პასპორტებს ეხება.

მთავრობის 176-ე დადგენილება განსაზღვრავს იმ პირთა სიას, რომლებზეც შეიძლება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გაცემა.

დადგენილებაში წლების განმავლობაში არაერთი ცვლილებაა შეტანილი და ამჟამად დადგენილება დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა 41 კატეგორიას განსაზღვრავს.

ამ სიაში არიან:

  • უმაღლესი თანამდებობის პირები - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე - მეუღლეებითურთ;
  • უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და წევრები;
  • უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მისი მოადგილეები და ამ სამსახურის 50-მდე თანამშრომელი
  • მინისტრები და პარლამენტარები
  • გენერალური პროკურორი, ცესკოს თავმჯდომარე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
  • კათოლიკოს-პატრიარქი და საპატრიარქოს რამდენიმე იერარქი
  • სახალხო დამცველი და სხვები.

2015 წლის 17 დეკემბრის ცვლილებით, „განსაკუთრებულ შემთხვევებში“ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტი შეიძლება გაიცეს იმ პირებზე, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ სიაში.

დიპლომატიური პასპორტები - სრული სია

დიპლომატიური პასპორტის ქონის უფლების პირთა ჩამონათვალი ასეთია:

  1. საქართველოს პრეზიდენტი, მისი მეუღლე;
  2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მეუღლე;
  3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე;
  4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
  5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
  6. საქართველოს პარლამენტის წევრები;
  7. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე
  8. საქართველოს მინისტრები და საქართველოს სახელმწიფო მინისტრები, მათი პირველი მოადგილეები და მოადგილეები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლე;
  9. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილეები;“.
  10. საქართველოს გენერალური პროკურორი;
  11. სახელმწიფო ინსპექტორი;“.
  12. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი - გენერალური აუდიტორი;
  13. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;“;
  14. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი;
  15. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების აპარატების უფროსები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი და მისი მოადგილე;“;
  16. საქართველოს სახალხო დამცველი;
  17. საგადასახადო ომბუდსმენი;
  18. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი
  19. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
  20. საქართველოს უზენაესი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების წევრები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები, საქართველოს სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები;
  21. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
  22. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;
  23. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და თანაშემწეები, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი და ამავე დეპარტამენტის მოხელეები;
  24. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის საჯარო მოსამსახურეები;“.
  25. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი და მის მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების აპარატების უფროსები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის უფროსი და მისი მოადგილე;
  26. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ქორეპისკოპოსი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი და საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის „მომლოცველთა სამსახურის“ დეპარტამენტის თავმჯდომარე;
  27. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი;
  28. ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოების წევრები;
  29. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;
  30. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური;“.
  31. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;
  32. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფი თანამშრომლები, საქართველოს საპატიო კონსულები, დიპლომატიური კურიერები, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი და მეკავშირე პროკურორის დამხმარე, თავდაცვის ატაშეები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომერციული ატაშეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეები და მეკავშირე ოფიცრები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების ატაშეები და მეკავშირე ოფიცრები, როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული ზემოაღნიშნული პირების (გარდა საქართველოს საპატიო კონსულებისა და დიპლომატიური კურიერებისა) მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი პირები;“.
  33. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 15 თანამშრომელი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის არა უმეტეს 30 თანამშრომელი, შესაბამისი უწყების წარდგინების საფუძველზე;
  34. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 50 თანამშრომელი;
  35. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის არაუმეტეს 50 თანამშრომელი;“
  36. სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
  37. უცხოეთის სახელმწიფოებში, ან საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელით მომუშავე პირები, რომელთაც აქვთ დიპლომატიური სტატუსი, ხოლო, თუ ეს პირები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას ცხოვრობენ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათი მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი პირები, აგრეთვე, საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სახელით დანიშნული მოსამართლეები;
  38. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები;
  39. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირები, რომლებიც არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსამსახურეები.
  40. საქართველოს ბიზნესომბუდსმენი
  41. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირები, რომლებიც არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები.“

    სამსახურებრივი პასპორტები - სრული სია - 39 კატეგორია

    სამსახურებრივი პასპორტის ქონის უფლების პირთა ჩამონათვალი კი ასეთია:

  42. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების უფროსები და მათი მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს მოხელეები, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის არა უმეტეს 10 თანამშრომელი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინების საფუძველზე;
  43. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლები, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების აპარატების უფროსები, საქართველოს პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების უფროსები, გარდა ამ წესის №1 დანართის „ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების აპარატების, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მოხელეები;“;
  44. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწეები;
  45. სახელმწიფო დელეგაციების ლიტერულ რეისთა მომსახურე ავიაკომპანიის 10 თანამშრომელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის წარდგინებების საფუძველზე;“;
  46. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის 10 (ათი) მოსამსახურე;“.
  47. საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები;“;
  48. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, მოადგილე, მეთაურის მოადგილე − გენერალური შტაბის უფროსი;“.
  49. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტების უფროსები;
  50. ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების თავმჯდომარეების მოადგილეები, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები;“;
  51. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოებიდან არა უმეტეს 21 საჯარო მოსამსახურე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე;
  52. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის - გენერალური აუდიტორის მოადგილეები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის - გენერალური აუდიტორის წარდგინებით – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 10 თანამშრომელი;
  53. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები;
  54. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე;“;
  55. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე;“.
  56. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები;
  57. საქართველოს სამინისტროების სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები;
  58. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მათი მმართველობის სფეროში არსებული/მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 80 თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის არა უმეტეს 60 თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი/არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 50 თანამშრომელი, საქართველოს სხვა სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის არა უმეტეს 30 თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატების არა უმეტეს 10 თანამშრომელი, თითოეული უწყების მიხედვით – შესაბამისი უწყების მომართვის საფუძველზე;
  59. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის არაუმეტეს 80 თანამშრომელი;“
  60. საქართველოს პროკურატურის სისტემის არაუმეტეს 15 თანამშრომლისა;“.
  61. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არა უმეტეს 10 თანამშრომელი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინების საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქების მერები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი;
  62. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები;
  63. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი და მომსახურე პერსონალი, საქართველოს თავდაცვის ატაშეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების აპარატების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, ასევე საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ამ პირთა მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი პირები (გარდა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მომსახურე პერსონალის მეუღლეების, არასრულწლოვანი შვილების, გერებისა და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი პირებისა, რომელთაც აქვთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა);“.
  64. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წარდგინებით – საქართველოს საპატრიარქოს 40 თანამშრომელი;
  65. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არა უმეტეს 5 თანამშრომელი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის წარდგინებით;
  66. უცხოეთის სახელმწიფოებსა ან საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელით მომუშავე პირები, ხოლო, თუ ეს პირები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას, ცხოვრობენ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათი მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი სხვა პირები;
  67. სახელმწიფო დელეგაციების ლიტერულ რეისთა მომსახურე ავიაკომპანიის 10 თანამშრომელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის წარდგინებების საფუძველზე;
  68. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე;
  69. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;
  70. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის უფროსი;
  71. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს არა უმეტეს 5 თანამშრომელი – საბჭოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე;
  72. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი;
  73. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და წევრები, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით;
  74. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და წევრები, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით;“.
  75. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;
  76. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე;“.
  77. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები;
  78. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი და მისი მოადგილეები;
  79. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის თანამშრომლები, არა უმეტეს 10 პირისა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველ
  80. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის არა უმეტეს 12 თანამშრომელი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის წარდგინების საფუძველზე.“
სრულად წაკითხვა