“კალაძემ სამი დღის წინ გასცა დავალება გამგეობებზე..." - რას ამბობს ნიკა მელია

1 week ago 8

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

“კალაძემ სამი დღის წინ გასცა დავალება გამგეობებზე (რომელიც შეზრდილია „ოცნების“ პარტიულ სტრუქტურაში), კონკრეტული რაოდენობის ადამიანები მოეყვანათ ნაძვის ხის ღონისძიებაზე.

ინსტრუქცია იყო მოსვლა ბავშვებით.

დიდ რაიონებს (სამგორი, გლდანი, საბურთალო, ისანი, ნაძალადევი) 1000 - 1000 ადამიანის მოყვანა დაევალა, შედარებით პატარა რაიონებს 500-500(მთაწმინდა, ვაკე, დიდუბე, ჩუღურეთი, კრწანისი).

ჯამში მხოლოდ 500-მდე ადამიანის მოყვანა შეძლეს (თვითდინებით არავინ მისულა) და ფაქტობრივად არცერთი ბავშვი, შავრაზმელებით გარშემორტყმული ნაძვის ხე და რუსთაველზე თავისუფალი, ლაღი და მხიარული დემონსტრანტები“, - წერს ნიკა მელია.

სრულად წაკითხვა