“ამ კანონპროექტის უკან გაწვევა არ იგეგმება, ეს იცით. ისევე როგორც უმცირესობას, ასევე ჩვენ, უმრავლესობას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ სულ ნეტარად და ნარნარად და ბედნიერად, ისევე როგორც აკეთებთ ამას…შარშან იყო შარშან, წელს არის წელს.”
ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე, რუსულ კანონსა და რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე საუბრისას, რომელსაც ოცნება ჩაატარებს.