საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გიორგი მიქაუტაძის სახლი გუშინ ღამით გაძარცვეს.
ჟორჟი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"გუშინ ღამით მომხდარი ამბის შემდეგ მინდა გითხრათ, რომ კარგად ვარ და არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია.
მადლობა ყველას უამრავი მესიჯებისთვის, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
კონცენტრირებული ვრჩები ჩემს მიზნებზე და მალე შევხვდებით. თავს გაუფრთხილდით" - გიორგი მიქაუტაძის მესიჯი გულშემატკივარებს.