,,კარგია რომ ეკა ბესელიამ ინანა…” – სააკაშვილი

2 weeks ago 15

4

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,კარგია რომ ეკა ბესელიამ ინანა, რომ თავის დროზე მერაბ ტურავას დაუჭირა მხარი, ოღონდ ის გამოაცხადა წინა “რეჟიმის” მიერ დევნილად. კარგი რა ეკა ხომ არ ბნელა მართლა?

მერაბ ტურავა იყო შევარდნაძის დროის სუპერ კორუმპირებული მოსამართლე, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ სამართლიანად გააგდეს და “რეჟიმმა” კი არა, არამედ დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ, რომელმაც არჩევნებით გადასცა ხელისუფლება ოლიგარქს.

ამ უკანასკნელმა კი მექრთამეები, ადამიანის უფლებების დამრღვევები თეთრ ცხენზე ამხედრებული დააბრუნა თანამდებობებზე და ვინც იყო ასეთი სხვადასხვა პოსტზე, ისინი დააწინაურეს.

ხალხს შეიძლება არ ახსოვს, მაგრამ ქ-ნ ეკას ნამდვილად ემახსოვრება, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ჩემი ინიციატივით გადავიდა ბათუმში, თავმჯდომარე იყო გია პაპუაშვილი, ერთ-ერთი ყველაზე წესიერი და კომპეტენტური ადამიანი ვისაც იცნობს.

სწორედ ის ჩაანაცვლეს ტურავათი, ამიტომ თუ სინანულია – ბოლომდე გულწრფელი სინანული იყოს და არა სხვებისკენ ხელის გაშვერა”

სრულად წაკითხვა