კასპში და ქარელში წყლის სისტემის მოწყობა 2 წლითა და 4 თვის დაგვიანებით დასრულდება 

5 days ago 4

“ოცნების” შემომწირველ კომპანიას, 25.4 მლნ ლარი გადაუხადეს 8 მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებაში, რომელთა შორის არის ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტებიც. 

ფლანგვის დეტექტორმა აღმოაჩინა კომპანია, რომელსაც გაერთიანებულმა წყალმომარაგებამ ხელშეკრულების ვადები არაერთხელ გადაუწია და მიუხედავად შეუსრულებელი პირობებისა მილიონობით ლარი უკვე გადაუხადა.

“2021 წლის 27 იანვარს შპს „ლ.და.კ“, სხვა სამი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემდეგ, გამოცხადდა გამარჯვებულად ტენდერისა, რომლის ფარგლებშიც კასპსა და ქარელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულებულიყო”, – წერს ფლანგვის დეტექტორი. 

გამოცემის ცნობით, 2021 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პროექტი 2022 წლის 12 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულებაში სამუშოას დასრულების ვადა 16-ჯერ შეიცვალა.

“დღეისათვის ტენდერის დასრულების თარიღად 2024 წლის 27 დეკემბერია განსაზღვრული. გამოდის, რომ კასპსა და ქარელში შესასრულებელი სამუშაოები თუ ამა წლის 27 დეკემბერს დასრულდება, პროექტის დასრულება 2 წლით და 4 თვით დაგვიანდება. ბოლო მონაცემებით, კომპანიისთვის უკვე ₾3,194,728.68-ია გადახდილი”, – ვკითხულობთ მასალაში. 

სრულად წაკითხვა