კერხერის ახალი პრემიუმ ხაზი და ცვლილებები საოჯახო ტექნიკაში

2 weeks ago 10

22 ნოემბერს გერმანულმა ბრენდმა კერხერმა ოფიციალურად წარადგინა სრულიად ახალი მიმართულება, რომლის საბოლოო მიზანიც საყოფაცხოვრებო აპარატების პრემიუმ ხაზის შექმნაა. ახალი პროდუქცია გამოირჩევა ბრენდის დამფუძნებლის, ალფრედ კერხერის ხელმოწერით, რაც იმის გარანტია, რომ პროდუქტი მაღალი ხარისხის, სანდო და განსაკუთრებულია.

პრემიუმ ხაზის შექმნა კიდევ ერთი დასტურია, რომ ბრენდი დაფუძნებულია ინოვაციებსა და მაღალი კლასის ტექნოლოგიებზე, რაც მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებაში კომფორტსა და ეფექტურობას სთავაზობს.

ახალი ხაზი ამ ეტაპზე მოიცავს 6 სხვადასხვა ტიპის აპარატს:

მინის საწმენდი

ორთქლის საწმენდი

ქიმიური წმენდის აპარატი

მტვერსასრუტი

იატაკის საწმენდი

ჰაერის საწმენდი

ახალი პროდუქცია შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც ეფექტური, ინოვაციური და პრემიუმ ტექნოლოგიით სარგებლობა სურს. ახალი ხაზი მიზნად ისახავს არა მხოლოდ ფუნქციონალურობას, არამედ მდგრადობას და გარანტიას იძლევა, რომ პროდუქცია იქნება სანდო და გამძლე.

კერხერის პრემიუმ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ მაღაზიის –www.karchershop.ge – მეშვეობით, ისე კერხერ-ცენტრებში და პარტნიორ მაღაზია ელიტ ელექტრონიქსში.

კერხერს ცვლილებები შეაქვს ბაზარზე აქამდე არსებულ საოჯახო ტექნიკაშიც. ბრენდს შემოაქვს ახალი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ამიერიდან კერხერის მიერ წარმოებული სახლის ტექნიკა მხოლოდ თეთრი ფერის იქნება. არსებული ყვითელი მოდელების რეალიზაცია კი გაგრძელდება ფასდაკლებით, მათ სრულად ამოყიდვამდე.

კერხერი 1935 წელს დაარსდა და მას შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგენს ინოვაციებისა და მაღალი ხარისხის სიმბოლოს. ბრენდი მომავალშიც განაგრძობს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქციის შეთავაზებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის მის პოპულარობასა და ნდობას მსოფლიოში.

(R)

სრულად წაკითხვა