ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა ენრიკო ფედელემ ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელია-ნერეშის კონკურენციაზე ისაუბრა.
"ნერეში ლავეზის მახსენებს, რადგან კარგად მოძრაობს და ძალიან სწრაფია. მას როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ თამაშიც შეუძლია და თამაშიდან თამაშამდე უმატებს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილი იქნება ხვიჩა კვარაცხელიას მისით ჩანაცვლება.
ქართველს მატჩების გადაწყვეტა სულ სხვა დონეზე შეუძლია - ნერეში კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ბოლო მატჩში მისი ერთადერთი ნათელი წერტილი ლუკაკუს ასისტით გატანილი გოლი იყო
", - განაცხადა ფედელემ.