“კიდევ ერთი დედა შეიწირა რეჟიმმა 😪 შვილი სამუდამო დარდისთვის გაწირა” – ბაჩანა

1 day ago 2

სააგენტო "პარალელი"
“კიდევ ერთი დედა შეიწირა რეჟიმმა 😪 შვილი სამუდამო დარდისთვის გაწირა” – ბაჩანა

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია, სოციალურ ქსელში, ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ტრაგიკული ფაქტის შესახებ საუბრობს, საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძის დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:

კიდევ ერთი დედა შეიწირა რეჟიმმა 😪

შვილი სამუდამო დარდისთვის გაწირა. სულ ექნება შეგრძნება გიორგის, რომ მის ზრუნვას ან სიყვარულს შეიძლებოდა დედის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა.

ადამიანს დარდი და უსამართლობის შეგრძნება კლავს, ამ უსულგულოებს ეს არ ესმით და ვერასდროს გაიგებენ, მათთვის ემპათია უცხო ხილია.

სანამ თითოეული ნაძირალა, ბოლო შემსრულებლამდე არ აგებს პასუხს ყველა უსამართლობაზე, მსხვერპლს მხოლოდ სახელ-გვარი შეეცვლება.

აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, სხვანაირად ვერ გადავრჩებით“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბაჩანა შენგელია.

ინფორმაციისთვის: ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს დააკავეს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას. გავრცელებული ინფორმაციით, ლოგინად ჩავარდნილი, მძიმე ავადმყოფი დედის ერთადერთი მომვლელი და ნუგეში შვილი იყო…

“კიდევ ერთი დედა შეიწირა რეჟიმმა 😪 შვილი სამუდამო დარდისთვის გაწირა” – ბაჩანა
პარალელი

სრულად წაკითხვა