კიევში ჩავიდა ევროკავშირის დელეგაცია ანტონიუ კოშტას და კაია კალასის მონაწილეობით

3 weeks ago 18

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უზენაესი წარმომადგენელი კაია კალასი 1 დეკემბერს კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ორივე პოლიტიკოსისთვის პირველი ვიზიტია კიევში მას შემდეგ, რაც მათ ახალი თანამდებობები დაიკავეს 29 ნოემბერს.

მათ თან ახლავს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი.

როგორც კალასმა დაწერა სოცქსელ X-ში, „ჩემი მესიჯი მკაფიოა: ევროკავშირს სურს, რომ უკრაინამ მოიგოს ომი. ჩვენ ყოველ ღონეს ვიხმართ, რაც საჭიროა საამისოდ“.

წუხელ კიევს რუსეთმა დრონებით შეუტია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ კიევში ათამდე დრონი მოიგერია. უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა დააზიანა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, არავინ დაშავებულა.

სრულად წაკითხვა