კობახიძე გომელაურს და პოლიციელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევისთვის მადლობას უხდის

2 weeks ago 8

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე სპეციალური დანიშნულების რაზმებს მშვიდობიანი დემონსტრანტების არაპროპორციული ძალის გამოყენებით დარბევისთვის მადლობას უხდის.

“ქართული ოცნების” ლიდერი ამტკიცებს, რომ “შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მართა”.

მადლობა ბატონ ვახტანგ გომელაურს, პირადად მას და თითოეულ პოლიციელს. მათი როლი ამ პროცესების მართვაში იყო განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის. ვიცით არაერთი ფაქტი, თუ რისი მოთმენა უწვედათ პოლიციელებს ამ დღეების განმავლობაში. ეს იყო უმძიმესი შეურაცხყოფა, უმძიმესი ფიზიკური თავდასხმები, თუმცა, საბოლოო ჯამში, შსს-მ პროცესები მართა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით”, – განაცხადა კობახიძემ.

სრულად წაკითხვა