კობახიძის განცხადებას ესპანეთიც უარყოფს

4 days ago 5

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუმინეთისა და იტალიის მსგავსად, გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც უარყოფს ირაკლი კობახიძის სიტყვებს, თითქოს ესპანეთი იყო ერთ-ერთი იმ ხუთ ქვეყანას შორის, ვინც მხარი არ დაუჭირა სანქციებს.

„ესპანეთმა ძალიან ნათლად გამოხატა შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო უფლებების შესახებ და სავარაუდო სადეზინფორმაციო კამპანიებზე. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის და მას ყოველთვის შევეწინააღმდეგებით“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

სრულად წაკითხვა