კონსტანტინე ჩახუნაშვილს ერთ-ერთ საქმეზე ჩვენების მიცემას აიძულებდნენ – ადვოკატი

1 week ago 5

4

პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს პოლიცია ერთ-ერთ საქმეზე ჩვენების მიცემას აიძულებდა. ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი ავრცელებს მედიასთან და ამბობს:

როგორც ჩანს, უთვალთვალებდნენ, იმიტომ, რომ სახლიდან რომ გამოვიდა,  მალევე, ახლოსვე გააჩერა პოლიციამ და უთხრეს, რომ პოლიციას რატომ აყენებ შეურაცხყოფას, რატომ უწევ წინააღმდეგობას და დააკვეს. არადა, ჩვეულებრივად სახლიდან მიდიოდა აქციაზე რა დროსაც, ცხადია, არაფერი დაურღვევია. მე როდესაც შევედი მის მოსანახულებლად მოულოდნელად შემოვიდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორი თანამშრომელი და მათ განგვიცხადეს, რომ უნდოდათ ჩვენების აღება. შემთხვევით გაიგეს თითქოს, რომ დაკავებული იყო და უნდოდათ მოწმის სახით მისი გამოკითხვა, რაზეც, რა თქმა უნდა, ჩემთან კონსულტაციის შემდეგ კონსტანტინემ უთხრა უარი და უთხრა, რომ მაგისტრი მოსამართლის წინაშე შეეძლო ჩვენების მიცემა. ედავებიან 173 მუხლის დარღვევას, თითქოს მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია ან შეაგინა, მაგრამ ეს როდის გააკეთა ან რა იგულისხმება ამაში, ეგ არც კი განუმარტავთ. დააკავეს ისე, რომ არც მისცეს უფლება, შეეტყობინებინა ადვოკატისთვის ან ახლობლისთვის, რომ მანქანა მაინც წაეყვანათ, – ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე (კოტე) ჩახუნაშვილის კუთვნილი ავტომობილი – შევროლე ვოლტი გუშინ საღამოს საბურთალოზე, ნუცუბიძის ქუჩის N69-სთან იპოვეს. საბოლოოდ გაირკვა, რომ  ჩახუნაშვილი პოლიციის ფორმიანებმა წაიყვანეს. გომალაურის უწყება ცნობილ ექიმს  პოლიციის „კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას“  ედავება.

პედიატრი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

მიზეზზე, რატომ შეიძლება ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს არ დაარეკინო ადვოკატთან, გაიტაცო, არ გააგებინო ოჯახს – გომელაური ვერ/არ პასუხობს.

სრულად წაკითხვა