"კონტე ფეხბურთელებს ვარჯიშისგან კლავს!" - რას ამბობს ანტონიოს ყოფილი ფეხბურთელი

2 weeks ago 9

როგორც მოგეხსენებათ, 2024/25 წლების სეზონის წინ "ნაპოლის" ახალ მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტემ დაინიშნა.

იტალიელ სპეციალისტს კარგი შედეგი აქვს.

ჩავარდნილი სეზონის შემდეგ კონტემ "პარტენოპეი" ძველ რელსებზე დააბრუნა და ახლა სერია ა-ს ლიდერობს.

ანტონიოს სამწვრთნელო ტაქტიკებზე მისმა ერთ-ეთმა ყოფილმა ფეხბურთელმა, სიმონე ტირიბოკიმ ისაუბრა:

"მის სიახლოვეს უმოქმედოდ ვერ იქნები. საერთოდ არ ვაჭარბებ, კონტე საზღვაო ქვეითებივით გვავარჯიშებდა. ხელის თითებზე წყლულები გვქონდა. ის გაიძულებს ივარჯიშო იქამდე, სანამ დაღლისგან ღებინება არ დაგეწყება"

"მახსოვს ერთხელ პადოინმა სათანადოდ არ ივარჯიშა, კონტემ ჩვენ სახლში გაგვიშვა ის კი საღამომდე ავარჯიშა"

"თუ თამაშს წავაგებდით, გასახდელში საშინელებები ხდებოდა, თუ მოვიგებდით, ანტონიო მეორე დღეს ვარჯიშზე ბედნიერი მოდიოდა".

სრულად წაკითხვა