კრისტოფერ ნკუნკუს "ჩელსის" დატოვება სურს - ცნობილია მიზეზი

16 hours ago 3

TBR Football-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, ლონდონის "ჩელსის" ფორვარდს, კრისტოფერ ნკუნკუს, იანვარში "სტემფორდ ბრიჯის" დატოვება და რეგულარული სათამაშო დროის მიღება სურს. 

2023 წელს 55 მილიონად შეძენილმა ნკუნკუმ, მიმდინარე სეზონში, "არისტოკრატების" რიგებში პრემიერ ლიგის მხოლოდ 2 მატჩში მოახერხა ძირითად თერთმეტეულში მოხვედრა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მთავარი მწვრთნელი ენცო მარესკა, მას საკვანძო მოთამაშედ არ მიიჩნევს.

27 წლის ფრანგის წარმომადგენლები აქტიურად ეძებენ ვარიანტებს მისი სავარაუდო ახალი კლუბის თაობაზე. ცნობილია, რომ ამ მომენტისთვის, შემტევი ნახევარმცველის დაბრუნებით "პსჟ" ინტერესდება.

აქვე გეტყვით, რომ ნკუნკუს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, ფრანგის სატრანსფერო ღირებულება კი, transfermarkt-ის მონაცემებით 50 მილიონ ევროს შეადგენს.

სრულად წაკითხვა