ლავროვი ეუთოს შეხვედრაზე გააკრიტიკეს

2 weeks ago 13

მალტაში ეუთოს დღევანდელი შეხვედრა, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტრთა ყოველწლიური თავშეყრა იყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ბრიტანელ კოლეგასთან ერთად, რუსი საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინაში წარმოებული ომის გამო გააკრიტიკა. შეხვედრა უმეტესწილად უკრაინის თემებს ეხება.

უკრაინელმა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ აღნიშნა, რომ “ამ წუთებში, უკრაინა საკუთარი არსებობის უფლებისთვის იბრძვის".

ეს საგარეო გასვლა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყანაში ლავროვის პირველი ვიზიტია ,

“ჩვენ თქვენი ტყუილების არ გვჯერა, კარგად ვიცით რასაც აკეთებთ. რუსეთის იმპერიის აღდგენა გსურთ”-უთხრა რუსეთის დელეგაციას პოლონეთის მთავარმა დიპლომატმა რადოსლავ სიკორსკიმ.

“დღეს ის პრინციპები, რომლებზეც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაა დაფუძნებული, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ჩემი ქვეყანა გახდა საერთაშორისო ნორმების დარღვევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, რასაც შედეგად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ბოჭორიშვილის თქმით, სწორედ საქართველოში რუსეთის აგრესიული ქმედებების გაგრძელებაა უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.”

სერგეი ლავროვი დარბაზში არ დაესწრო აშშ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სიტყვით გამოსვლას. ლავროვის გამოსვლის დროს კი ოთახი დატოვეს უკრაინელმა საგარეო მინისტრმა ანდრი სიბიჰამ, მისმა პოლონელმა კოლეგამ, სიკორსკიმ და კიდევ სხვებმა.

სრულად წაკითხვა