ლალი მოროშკინა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის შემოღებისკენ მოუწოდებს

3 weeks ago 12

წაკითხვა: 258

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების და საფრთხის გამო, ლალი მოროშკინა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის შემოღებისკენ მოუწოდებს.

“ხომ ხედავთ,რომ ბავშვებს ურიგებენ აირწინაღებს? ხომ იცით, რომ საკრალური მსხვერპლი ჭირდებათ? არ მიმართოთ დაშლის ძალადობრივ ხერხს! გათენდეს და კანონით იმოქმედეთ.

გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა! ის ვიგინდარა,რომელიც ბავშვებს ურიგებს აირწინაღებს, ცალკე თემაა-ახლა ამის დრო არაა! არასრულწლოვნების გადარჩენის დროა!

საკომენდანტო საათი — ქუჩასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა ყოფნის აკრძალვა დროის გარკვეულ მონაკვეთში, რომელიც, როგორც წესი, ცხადდება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. აკრძალვის აღსრულება, როგორც წესი, ევალება საპოლიციო ან საჯარისო პატრულებს. უმეტეს შემთხვევაში, კომენდანტის საათი ცხადდება საღამოს და ღამის საათებში.”– წერს მოროშკინა.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა