ლანჩხუთში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება – დეტალები

1 week ago 5

3

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.
სამუშაოები ამ დროისთვის ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია ,,პალადა“ ასრულებს.

სამუშაოები გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 182 636 ლარით ფინანსდება.

სოფელ ჯურუყვეთში მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაათვალიერა.

(R)

სრულად წაკითხვა