ლატვია სავიზო შეზღუდვებს უწესებს „ოცნების“ კიდევ 13 წარმომადგენელს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე წერს.
„მე შევიყვანე საქართველოს 13 მოქალაქე ლატვიის პერსონა ნონ გრატა სიაში, რითაც მათ ლატვიაში შესვლა აეკრძალება“, — ნათქვამია მის განცხადებაში.
აქამდე, ბალტიის ქვეყნებმა უკვე დაუწესეს სანქციები „ოცნების“ წარმომადგენლებს, აშშ-მა კი ფინანსური სანქციებიც დაუწესა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს.