ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა, 2026 წლის რთველის შეფასებისას, ყურძნის ხარისხზე ამახვილებს ყურადღებას:
🍷„ვფიქრობ ჩვენი მევენახეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ხარისხი.
ჩვენი მიზანია, თვითონ მოიყვანონ ისეთი ყურძენი, რომელსაც თავადვე დაწურავენ.
როდესაც კომუნიკაციის დროს ეკითხები, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის მქონე ყურძენს თავად დაწურავდნენ თუ არა სახლში, ყველა პასუხობს, რომ არა. ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა ეტაპობრივად მკაცრდება.
თუ წინა წლებში ყურძნის რაოდენობაზე იყო მეტი აქცენტი, ახლა დარგის განვითარებისთვის აუცილებელია მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება. პირველი და მთავარი, რაც აუცილებლად ფერმერებმა უნდა გაიგონ, ეს არის მათთვის ბიზნესი, ისინი ქმნიან პროდუქტს, რომელიც უნდა გაყიდონ ბაზარზე. ეს პროდუქტი უნდა იყოს ხარისხიანი, რომ დაფასდეს თავისუფალ ბაზარზე“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
✅30 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში გადამუშავებულია 323,3 ათას ტონამდე ყურძენი. აქედან, 314,5 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული კახეთში, 3,6 ათასი რაჭაში, 500 ტონამდე ლეჩხუმში და დანარჩენი საქართველოს მევენახეობის სხვა რეგიონებში.
🍇რთველი აქტიურ ფაზაშია ლეჩხუმის რეგიონში, სადაც გადამუშავდა 500 ტონამდე ყურძენი. ლეჩხუმში საპროგნოზო მოსავალი 1300 ტონამდეა. ლეჩხუმში მევენახეებისგან ყურძენს იბარებს როგორც კერძო სექტორი, ისე ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“.
paraleli პოლიტიკა