ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. წყარო: კადრი პარლამენტში დეპუტატის გამოსვლის ვიდეოდან2024 წლის გაზაფხულზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორ სპეცრაზმელს ხუთ-ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა. თავად ხაბეიშვილიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 4 ოქტომბრის არეულობასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე.
ინფორმაცია ქართულ მედიას ხაბეიშვილის ადვოკატმა დაუდასტურა. განაჩენი გამოტანილი იქნა იმავე საქმის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯათ სხვა სპეცრაზმელებსაც, რომლებიც ჟურნალისტ გურამ როგავასა და აქციის მონაწილე ზვიად მაისაშვილის მიმართ საპროტესტო აქციების პირველ დღეებში განხორციელებულ ძალადობაში ცნეს დამნაშავედ.
ხაბეიშვილი პოლიციამ 30 აპრილსა და 1 მაისს, „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს სასტიკად სცემა. მას სახეზე მრავლობითი დაჟეჟილობა და ჭრილობები აღენიშნებოდა, ასევე დაუზიანდა თვალი და გაუტყდა ცხვირი, რის გამოც ხანგრძლივი რეაბილიტაციის გავლა დასჭირდა.
ხაბეიშვილს 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების დღის აქციამდე კვირებითა და თვეებით ადრე გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა „საბოტაჟისა“ და ხელისუფლების დამხობის მოწოდებისთვის.
ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის დროს „მშვიდობიანი რევოლუციისკენ“ მოუწოდებდა, 11 სექტემბერს დააკავეს და მოგვიანებით ქრთამის დაპირებისა და ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალი წაუყენეს.
This post is also available in:
Read Next
13/11/2026 - 12:53
2024 წლის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მხრიდან ძალადობის საქმეზე სამი პირი გაასამართლეს
11/11/2026 - 14:40
თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე სამი ყოფილი პოლიციელი დააკავეს
08/10/2026 - 13:16
მუსიკოსი პოლიციელებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, შსს ბრალდებებს უარყოფს
22/09/2026 - 14:52
პოლიციის მხრიდან ძალადობის ამსახველი კადრების გამავრცელებელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით 17 წლით პატიმრობა მიესაჯა
07/08/2026 - 13:54
2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მსჯავრდებულმა დავით კოლდარმა საპატიმრო დატოვა
13/06/2026 - 17:35
civil ახალი ამბები