„ლექტორთა და სტუდენტთა უმრავლესობა მხარს ვუჭერთ სხვა უნივერსიტეტებს და ვიფიცებით” – „ევროპის უნივერსიტეტი”

2 weeks ago 6

2

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისათვის მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, ამიტომ ლექტორთა და სტუდენტთა უმრავლესობა მხარს ვუჭერთ სხვა უნივერსიტეტებს და ვიფიცებით – ნათქვამია სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლების განცხადებაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:

„ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პროცესებს, ვგმობთ ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს, უარვყობთ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას (მუხლი 78: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია – კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად) და მხარს ვუჭერთ ევროკავშირში ინტეგრაციას.

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისათვის მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, ამიტომ ლექტორთა და სტუდენტთა უმრავლესობა მხარს ვუჭერთ სხვა უნივერსიტეტებს და ვიფიცებით.”

სრულად წაკითხვა