WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება ელენე ხოშტარიას და მზია ამაღლობელის პატიმრობას და მძიმე მოლოდინებით აფიქსირებს პოზიციას კახა კალაძისა ირაკლი დგებუაძის მიმართ:

“ჩვენს რეალობაში ძნელად თუ რამე მოქმედებს უკვე ემოციურად ჩემზე. “კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა გასაკვირია” – ყველაზე მეტად ესადაგება ქოციალიზმის ეპოქას, მაგრამ ელენეს ეტლში ნახვამ ძალიან დამთრგუნა ელენეს ღიმილის და მხნეობის მიუხედავად.

ლიაკას და მზია ამაღლობელის პატიმრობა, ამდენი ხნით და საზოგადოების ნაწილის თანხმობა ამაზე, დეგრადაციის ის მწვერვალია, რომელიც არც პოლიტიკური ბრძოლით მართლდება, არც ძალუფლების შენარჩუნების სურვილით და საერთოდ არანაირი ინტერესით, რომელიც ადამიანურ წარმოდგენებში შეიძლება შედიოდეს.

არ ვიცი როგორი იქნება თავის დროზე (აუცილებლად იქნება) კალაძის და ირაკლი დგებუაძის პასუხისმგებლობა, მაგრამ მე მინდა, – ციხეში იქნებიან, თავისუფლებაზე, თუ პირობითად მალდივებზე, ეტლში მყოფი ელენეს და სასამართლოს დარბაზში ფეხზე მდგომი მზიას გაცრეცილი სახე არასოდეს გაქრეს მათი თვალებიდან!” – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.