ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ ივანიშვილსა და შსს-ს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესეს

2 weeks ago 15
სპეცრაზმი. წყარო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. კერძოდ, მათ ამ ქვეყნებში შესვლაზე უარი ეთქვათ. გადაწყვეტილება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანსბერგისმა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ გამოაცხადეს.

დასანქცირებულ პირთა სია ასე გამოიყურება:

  • ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე, რომელიც საქართველოს დე-ფაქტო მმართველად მიიჩნევა;
  • ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი;
  • შალვა ბედოიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • იოსებ ჭელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • ალექსანდრე დარახველიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • გიორგი ბუთხუზი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება”, აშშ-ის მიერ დასანქცირებული, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი);
  • მილერი ლაგაზაური, აშშ-ის მიერ დასანქცირებული, ხარაზიშვილის მოადგილე;
  • მირზა კეზევაძე, ხარაზიშვილის მოადგილე;
  • ვაჟა სირაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • თეიმურაზ კუპატაძე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.

სანქციები საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შელახვის თაობაზე მზარდი შეშფოთების ფონზე დაწესდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს. ამ გადაწყვეტილებამ ქვეყანაში მწვავე პროტესტი გამოიწვია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა