ინტერ მაიამისა და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერ ლიონელ მესის კარიერაში მორიგი მიღწევა და აღიარება აქვს.
37 წლის სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი ამერიკის ჩემპიონატის, MLS-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რასაც მისმა შესანიშნავმა სტატისტიკამ შეუწყო ხელი.
"ლა პულგას" ჯამში 25 მატჩი მოუგროვდა, რა დროშიც მან მეტოქეთა კარი 23-ჯერ აიღო და თანაგუნდელებს 13-ჯერ გაატანინა.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.