ლიონმა გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

2 weeks ago 5

რამდენიმე დღის წინ, იტალიური გამოცემა Tuttosport ამტკიცებდა, რომ გიორგი მიქაუტაძის გადაბირებით იუვენტუსი აქტიურად იყო დაინტერესებული და ფინანსური კრიზისი გამო მაღალი იყო ალბათობა ლიონს ქართველი ფორვარდი გაეყიდა.

გავრცელებული ინფორმაცია უარყო ფრანგულმა გამოცემა Lyon Foot-მა, რომელიც წერს, რომ ლიონი გიორგი მიქაუტაძეს არც გაყიდის და არც გაანათხოვრებს.

"მართალია, რომ მიქაუტაძემ რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია, თუმცა ლიონის პოზიცია უცვლელია - კლუბი ჟორჟის გაშვებას არ აპირებს და მეტიც, სეზონის დარჩენ ნაწილში მისი როლი მოედანზე კიდევ უფრო გაიზრდება", - წერს გამოცემა.

სრულად წაკითხვა