ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის სახლი, ლიონში, გაძარცვეს.
ძარცვა გუშინ ღამით, ნიცასთან მატჩის მიმდინარეობის დროს მოხდა.
Geo Team-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მიქაუტაძე და მისი ოჯახის წევრები თავს კარგად გრძნობენ და არაფერი დაშავებიათ.
ამ ეტაპზე უცნობია თუ რა რაოდენობის ნივთები წაიღეს მძარცველებმა.