საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და შტურმის ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგული ლილის კარი აიღო.
აღნიშნულ შეხვედრაში ოთარის გუნდი 3:2 დამარცხდა, რის შემდეგაც კიტეიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ცუდია, რომ სახლში ქულის გარეშე ვბრუნდებით, რადგან დაძაბული შეხვედრის დატრიალება შევძელით. ჩვენ 2-ბურთიანი ჩამორჩენა ამოვქაჩეთ და ამით მორიგ ჯერზე დავანახეთ ძლიერი მენტალიტეტი, თუმცა საკმარისი ესეც არ აღმოჩნდა. ახლა პაუზას ავიღებდით, ენერგიით შევისვებით და უფრო ძლიერები დავბრუნდებით.
- ამბობს კიტეიშვილი.