10
ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, საზოგადოების წინაშე გამოჩნდა, განაცხადა, რომ არ უცემიათ და ვარჯიშის დროს მსუბუქად დაშავდა. ასევე, აქციის მონაწილეებს უწოდა მოძალადეები და თქვა, რომ პრაქტიკულად, ქვემეხები დაუშინეს პარლამენტის შენობას. იგი, ამჯერად, კიდევ მეტად ამძიმებს თავის განცხადებებს და ამბობს, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც აქციაზე დგას, კითხვის ნიშნებს უჩენს.
ჩემთვის მიუღებელია ის ძალადობა, რომელიც მთელმა საზოიგადოებამ იხილა, როგორ ესხმოდნენ თავს ჩვენ საამაყო სპეცრაზმელებს, პატრულის, კრიმპოლის თანამშრომლებს, როგორ უშენდნენ ცეცხლს საქართველოს პარლამენტის შენობას. მახსენდება წლები, როცა პარლამენტს უშენდნენ ქვემეხებს, ეს იგივეა, იგივე ასოციაციები გამოიწვია.
პოლიციელზე თავდასხმა იგივე სახელმწიფოზე თავდასხმაა.
მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს, მაგრად მართეს ეს პროცესები და უნდა ითქვას, სწორედ პოლიციამ აარიდა თავიდან ქვეყანას რევოლუცია. კარგად ვიცი მათი მიზანი, ის კი არ იყო, რომ მართლაც ვიღაცის განცხადება არ მოეწონათ, მთავარი მიზანი იყო – გადატრიალების გზით ხელისუფლებში დაბრუნება ამ მოძალადე, ფაშისტური ძალების.
ვიხილეთ მკრეხელური სატანისტური რიტუალები, ანარქისტების მიერ ჩატარებული, კუბოს დაწვა და ა.შ.
შესაძლოა ადამიანები გულწრფელად აპროტესტებენ, მაგრამ მათი იქ დგომა და თანამონაწილეობა ავტომატურად იწვევს კითხვის ნიშნებს.
“მოძალადეები, ფაშისტები, სატანისტები” – ღარიბაშვილი “გამოკეთდა”