მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" საქართველოში მიმდინარე პროცესზე კომენტარი გააკეთა:
"ადამიანები, ვინც გარეთ გამოვიდნენ, მათი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები. სანამ ხელახალი არჩევნები არ ჩაინიშნება, ეს ხალხი აქ იდგება. ეს არის ერთადერთი საშუალება იმისა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. ეს ხალხი, ვინც ქუჩაში დგას, ამ პარტიასთან თანაცხოვრებას არ აპირებს, არ აპირებს, რომ მათ კანონებს დაემორჩილოს. ეს მთავრობა არის არალეგიტიმური - მათი კანონებისადმი დაუმორჩილებლობა გვაქვს გამოცხადებული. რაც მალე დაინიშნება ხელახალი არჩევნები, მით უფრო მალე გამოვა ქვეყანა კრიზისიდან" - ამბობს ირაკლი კვირიკაძე.