“მათი ძალები სუსტდება და ამიტომაც ვერ მიდიან ხალხის დარბევაზე” – გიორგი ვაშაძე

2 weeks ago 6

4

გუშინ იყო პირველი, ყველაზე დიდი ჩამოშლა სამართალდამცავებში – ასე ეხმაურება “ერთიანობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულ შსს–ის დატოვების სერიებს.

“მათი ძალები სუსტდება და ამიტომაც ვერ მიდიან ხალხის დარბევაზე. ამიტომაც, მათ ყოველდღირუად უფრო და უფრო გაუჭირდება ძალის გამოყება მშვიდობაინი მოქალაქეების წინააღმდეგ. გუშინ იყო პირველი, ყველაზე დიდი ჩამოშლა სამართალდამცავებში. ამაზე ინფორმაცია გვაქვს – სპეცრაზმი დატოვა არაერთმა ადამიანმა, მაღალი ტანამდებობის პირებმა შსს დატოვა და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მათი აგრესია საბოლოოდ ჩამოშლის იმ საყრდენს, რაზეც ისინი დგანან და ეს არის შავნიღბიანი, სამართალდამცავის ფორმაში გამოწყობილი მოროდიორები, ომონელები, რომელბცი ადამიანს არბევენ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ მოქალაქეების დარბევისა და ანგარიშსწორების ფონზე, პოსტი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა დატოვა.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, გადადგა დარბევის დეპარტამენტის უფროსი და მისი ოთხი მოადგილე გადადგა.

ამასთან, ცნობისთვის, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო 112-ის თანამშრომელმა და აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა  ინსტრუქტორმა დატოვა.

სრულად წაკითხვა