მაკრონი: ვიმეორებ მხარდაჭერას საქართველოში დემოკრატიის და ევროპული გზის მცველების მიმართ

1 week ago 4

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანეულ მაკრონი ამბობს, რომ პარიზი შეშფოთებულია „ძალიან მკაცრი რეპრესიებით“ საქართველოში.

„მსურს, გავიმეორე ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიის და ევროპული გზის მცველების მიმართ. ჩვენ დიდად შეშფოთებულნი ვართ ძალიან მკაცრი რეპრეიებით ახალგაზრდების წინააღმდეგ, მთავრობის მეთაურის განცხადებებით და არჩევნების შემდეგ, ფაქტობრივად, ევროპული გზის ღალატით. ეს იყო სრულად საპირისპირო იმისა, რასაც [„ოცნება“] საარჩევნო კამპანიის ეუბნებოდა ხალხს“, — განაცხადა მაკრონმა დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

აქამდე მაკრონმა მსგავსი განცხადებები ბიძინა ივანიშვილთან საუბარში გააკეთა.

სრულად წაკითხვა