“მაკრონი შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელს მიმართავს და  მოთხოვნებს უყენებს” – მარგველაშვილი

1 week ago 6

5

ემანუელ მაკრონის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის წაყენებული მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთი სანქცირების ბერკეტს აამოქმედებს.

ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტის ზარი ნათელყოფს დასავლეთის ურთიერთობას ჩვენთან. ისინი არ აღგვიქვამენ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოდ. საოკუპაციო რეჟიმის ბანდფორმირების, თუ შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელს მიმართავს და მას მოთხოვნებს უყენებს დასავლური სამყაროს წარმომადგენელი. ეს არის მნიშვნელოვანი, ნიშანდობლივი. ასეთი ტიპის მოთხოვნა თუ დარჩება უპასუხოდ, არის პირდაპირი შეურაცხყოფა არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ საფრანგეთის. ამის უგულებელყოფის შემთხვევაში, პასუხს კონკრეტული სანქციების ფორმით მიიღებენ და საფრანგეთს ამის რესურსი გააჩნია”, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

სრულად წაკითხვა