,, მალე ყველა მოსახვევში შეიძლება ასეთი ამბები ატყდეს, არაფერი აღარ დარჩება” – ლევან ლორთქიფანიძე

5 hours ago 4

2

კავკასიური სახლის წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:

,,ოფიციალური პირების ხელმძღვანელობით ბანდები დაძრწიან ქალაქ-ქალაქ და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირებს უბრაგუნებენ, სცემენ ყველას: რიგით მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, ყოფილ პრემიერ-მინისტრებს.

რაც მთავარია, პოლიტიკური ნიშნით ძალადობისთვის ველურებს პასუხს არავინ თხოვს, დაზარალებულებს სამართლის მოსაძებნად ლეგალური გზებს არ უტოვებენ, დამნაშავეებს სრული ხელშეუხებლობის გარანტია ეძლევათ.

მაშასადამე, ადამიანებს ეუბნებიან, დაგჩაგრავთ, დაგამცირებთ და ხმაც არ ამოიღოთ, საკუთარი ღირსების აღსადგენად სამართლებრივ გზებს არც დაგიტოვებთო!!!

ეს ყველაფერი არის სამოქალაქო ომის პროვოცირება და სხვა არაფერი!!!

ბ-ნო ივანიშვილო,

სამოქალაქო ომის პროვოცირება იქნება დანაშაული, რომელიც საშვილოშვილოდ დააჩნდება კვალად ყველას, ვინც თქვენს მემკვიდრეობას გაინაწილებს. სანამ დროა, გონს მოდით და ამ მიმართულებით მაინც დაიხიეთ უკან, საკუთარი თავი და მემკვიდრეები მაინც დაინდეთ თუ ქვეყანა ფეხზე გკიდიათ.

შუღლის ჩამოგდება, ძალადობა, უსირცხვილო თარეში უპატიებელი ამბავია! მალე ყველა მოსახვევში შეიძლება ასეთი ამბები ატყდეს, არაფერი აღარ დავრჩება, ყველაფერი დაიღუპება!”

სრულად წაკითხვა