მამუკა მდინარაძე მიხეილ ყაველაშვილზე: მან მაქსიმალურად უნდა სცადოს და გამოუვა ჩემი აზრით, რომ იყოს ობიექტური, ზეპარტიული

1 week ago 5

1

„უნდა ეცადოს მაქსიმალურად“, – განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს, რომელიც დაინტერსდა შეძლებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი იყოს ზეპარტიული.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ის მოახერხებს, რომ იყოს ობიექტური.

„ჩვენ როდესაც ამ თემაზე ვლაპარაკობდით, როდესაც მან შეთავაზება მიიღო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი სასაუბრო თემა ეს იყო. მას იმდენად კარგი პიროვნული თვისებები აქვს, რომ მან მაქსიმალურად უნდა სცადოს და გამოუვა ჩემი აზრით, რომ იყოს ობიექტური და ობიექტურობა ძალიან გვაწყობს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სრულად წაკითხვა