მამუკელაშვილის 7 ქულა 6 წუთში | "სან ანტონიო" მილუოკიში დამარცხდა

14 hours ago 3

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთის ტურნეს განაგრძობს სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიო სპურსი". ჩიკაგოს შემდეგ ტეხასელები მილუოკის ესტუმრნენ და „ბაქსთან“ 105:121 დამარცხდნენ. ქართველმა ფორვარდმა წინა რამდენიმე მატჩი გამოდოვა, ახლა კი მოედანზე გამოჩნდა და იმაზე მეტი ქულა ჩააგდო, რამდენი წუთიც მოედანზე გაატარა.

"სპურსის" ლიდერმა ვიქტორ ვემბანიამამ მოკრძალებული ორმაგი დუბლი შეასრულა – 10 ქულა, 10 მოხსნა. კელდონ ჯონსონმა 24 ქულას მოუყარა თავი, ხოლო სანდრო მამუკელაშვილმა 6 წუთში 7 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

"მილუოკის" ლიდერმა იანის ანტეტოკუნმპომ 24 ქულა და 16 მოხსნა ჩაიწერა.

"სან ანტონიოს" 18 მოგება, 19 წაგება აქვს და დასავლეთის კონფერენციაში მეათე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 12 იანვარს "ლეიკერსთან" ჩაატარებს.

gbf.ge

სრულად წაკითხვა