"მანჩესტერ იუნაიტედმა" რაშფორდი ტრანსფერზე დააყენა

5 days ago 6

The Guardian-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მარკუს რაშფორდი ტრანსფერზე დააყენა.

"წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა, გუშინდელ პრემიერ ლიგის მატჩში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, 27 წლის ფორვარდი განაცხადში არ შეიყვანა, რის მიზეზადაც მედიასთან კვირის განმავლობაში, ვარჯიშებზე ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგი დაასახელა.

ახლა კი, როგორც ცნობილი გახდა, ინგლისური კლუბი თავდამსხმელის გუნდიდან გაშვებას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება.

როგორც ჩანს, რაშფორდი ამორიმის გეგმებში არ შედის, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მისი მანჩესტერული კარიერა დასასრულს უახლოვდება.

სრულად წაკითხვა