როგორც მოგეხსენებათ, 27 წლის ინგლისელ ფეხბურთელს მარკუს რაშფორდს “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება სურს.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაშფორდის შეეძენით “ბარსელონა”, “იუვენტუსი”, “მილანი” და “დორტმუნდი” ინტერესდებიან.
მარკუსი “ბლაუგრანაში” გადასვლის გამო მზად არის, რომ ხელფასი 2 მილიონით შეიმციროს და 5 მილიონი ჰქონდეს.
ცნობისთვის, რაშფორდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.