ნაჩვენები არასასურველი შედეგების გამო, ვესთ ჰემ იუნაიტედი მთავარ მწვრთნელ იულიენ ლოპეტეგის თანამდებობიდან გაშვებას უპირებს.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, ლოპეტეგის ჩამნაცვლებლად კლუბში მასიმილიანო ალეგრის მოიაზრებენ, რომელსაც პრემიერ ლიგაში მუშაობის იდეა ხიბლავს.
როგორც იწერება, ალეგრი ვესთ ჰემის ჩასაბარებლად მზად ზაფხულში, ახალი სეზონის სტარტზე იქნება, იქამდე კი, წესით გუნდს ბოლომდე სწორედ ლოპეტეგი მიიყვანს.